შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის განცხადებით, საარჩევნო უბნებთან ე.წ სირცხვილის დერეფნების ორგანიზება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ამ ქმედების განხორციელების შემთხვევაში პოლიციას მყისიერი რეაგირება ექნება. აღნიშნული განცხადება კახა საბანაძემ საარჩევნო დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების ორგანიზება თავისი შინაარსით აშკარად ცდება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ჩარჩოებს. არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რადგან ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ამომრჩეველზე რათა თავისი ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე . შსს მოუწოდებს შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს მათი მხრიდან სისხლიხ სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემთხვევაში მოახდენს მყისიერ რეაგირებას და იქნება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები წარმართული," - განაცხადა კახა საბანაძემ.
შეგახსენებთ, ხვალ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.