მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო უბნებთან "სირცხვილის კორიდორების" მოწყობაზე უარი განაცხადა, საკითხზე ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას აჭარის ორგანიზაცია დღეს საღამოს მიიღებს.
საკითხს გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. მისი თქმით, "სირცხვილის კორიდორის" მოწყობა სისხლის სამართლის დანაშაულია და რეაგირება მოხდება.
"ნებისმიერი მოწოდება ძალადობისკენ, ნებისმიერი მცდელობა, რომ კიდევ უფრო მეტად დაიძაბოს სიტუაცია რეგიონში, იქნება შესაბამისად პრევენციულ რეაგირებას დაქვემდებარებული. ყველას გავახსენებ, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ნაცმოძრაობის ე.წ. ლიდერები, მათი ჩვეული ხელწერით, ქალებს, ბავშვებს ამოფარებული აგრძელებენ პოლიტიკური დესტრუქციას. ყველას მოვუწოდებ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე რეგიონში,"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.