აჭარის მთავრობის სხდომის პარალელურად, მთავრობის სახლთან ხმაური იყო, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავდნენ.
ისინი მთავრობის სახლში შესვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევენ.
როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, მას კანონით მინიჭებულ უფლება აქვს, რომ მთავრობის სახლში შევიდეს და სხდომას დაესწროს, თუმცა პოლიციელებმა ძალის გამოყენებით ტერიტორიიდან გაიყვანეს.
"პოლიცია გამოსულია იმ კონსტიტუციიდან, რაც ქვეყანაში არსებობს, უმაღლესი კანონი და პირდაპირ გვითხრა პოლიციელმა, არ მაინტერესებს კანონიო. ჩემი ერთ-ერთი თანამშრომლის შვილს ვიცავ აქო, მეუბნებიან. რიჟვაძე, მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც ატარებს მთავრობის სხდომას თავის მამას, დავით რიჟვაძეს, პოლიციის მაღალჩინოსანს ავალებს, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები არ შეგვიშვას სხდომაზე,"-განაცხადა მან.