აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ცოცხალი საპროტესტო ჯაჭვი იყო. ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ამ შენობაში მოპარული ხმების წყალობით, გამარჯვებული დეპუტატები აპირებენ შესვლას და სწორედ ამას აპროტესტებენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეები მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლთან გადავიდნენ.