19 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის სასამართლომ 6 ბრალდებულს პატიმრობის სხვადასხვა ვადა შეუფარდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ 3 არასრულწლოვანს 5 წლითა და სამი თვით, ორ არასრულწლოვანს 6 წლითა და ცხრა თვით, ერთს კი 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლე მაია ოშხარელის გადაწყვეტილებამ მსჯავრდებულების ოჯახის წევრების გაღიზიანება გამოიწვია, ისინი განსაკუთრებულ აგრესიას მედიის მიმართაც იჩენდნენ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 6 არასრულწლოვნის სასჯელი მცხეთის სასამართლოში დღეს განესაზღვრა, გამტყუნებულ ლაშა შერმადინს, გიორგი მერაბიშვილსა და ნიკა ცუცქირიძეს 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა, აკაკი ქვრივიშვილსა და არასრულწლოვან ზ.ხ.-ს 6 წლითა და 9 თვით, ხოლო ნიკოლოზ ქანაშვილს 3 წელი და 9 თვე პატიმრობა მიესაჯათ.

უფლებადამცველები განაჩენს დაუსაბუთებელს და უსამართლოს უწოდებენ და გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.

დღის ამბები