აჭარაში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 5 პაციენტი, აქედან 1 ქალი და 4 მამაკაცია.
გარდაცვლილთა ასაკი 58-დან 83 წლამდეა, ისინი ბათუმის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსს გადიოდნენ. პაციენტებს თანმდევი დაავადებებიც ჰქონდათ.
გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში კოვიდინფექცია 409 პირმა დაამარცხა.