19 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ამომრჩეველთა აქტივობამ 17 საათისთვის 20.74 % შეადგინა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 20.74 % შეადგინა, რაც ნიშნავს რომ საკუთარი ხმის დასაფიქსირებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის 443 963 მოქალაქე მივიდა.

რაც შეეხება ოლქების მიხედვით მონაცემებს, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში, N30 (შუახევი-ხელვაჩაური-ხულო) ოლქში, სადაც არჩევანი გააკეთა 30162 ადამიანმა.

ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა თბილისში, N7 ოლქში (ნაძალადევი), სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 16%.

ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი. 3 საჩივარია ზუგდიდში და ეხება პროცედურულ დარღვევებს, რომელთაგან ერთი ეხება რეგისტრაციის ფუნქციის არაჯეროვნად შესრულებას, მეორე გადასატანი ყუთის თაობაზეა, ხოლო მესამე წილისყრის პროცედურის დარღვევაზე.

ბათუმში შესულია 1 საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დარღვევაზე, და, ასევე, 1 საჩივარია ისანში, რომელიც ეხება დამკვირვებლის უფლებებს.

დღის ამბები