19 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
COVID-19-ის მზარდი სტატისტიკის ფონზე არჩევნების მეორე ტური რეგულაციების დაცვით ჩატარდა - პანდემიის გამო შეცვლილი დღის წესრიგი

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მონაცემები ყოველდღიურად იზრდება. 

დღეს ვირუსს ემსხვერპლა გოგნის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი შიო სინატაშვილი. "კურიერი" ესაუბრა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მმართველის თანაშემწეს, რომელიც ადასტურებს, რომ სასულიერო პირინამდვილად კოვიდინფექციამ იმსხვერპლა.

პანდემიამ შეცვალა ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგიც, რომელიც არჩევნებზეც აისახა. ქვეყნის ისტორიაში უკვე მეორედ, ამომრჩევლების საარჩევნო უბანზე უსაფრთხოების მიზნით გაწერილ რეკომენდაციებს ასრულებდნენ. პანდემიის გამო კენჭისყრის პროცედურამ დადგენილი წესებით ჩაიარა: პირბადე, დისტანცია, დეზობარიერი, დეზინფექცია, ერთჯერადი კალმები და ახალი წესები - საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეებს მათთვის უჩვეულო გარემოში მოუწიათ ფუნდამენტური უფლების გამოყენება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე სულ 100 684 დადებითი შემთხვევაა დაფიქსირებული.

დღის ამბები