ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის და კორონავირუსის კლინიკური მართვის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მას პერიოდულად აღენიშნება თავის ტკივილი და ხველა, დღის მეორე ნახევარში კი ტემპერატურის მატება.
თენგიზ ცერცვაძე მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. მისთვის ამ კვირაში სამედიცინო კვლევების ჩატარება იგეგმება და მისი მკურნალობის შემდგომი მეთოდი სწორედ ამის შემდეგ განისაზღვრება.
"ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, არაფერი შეცვლილა, აგრძელებს მკურნალობას, ჩატარდება ლაბორატორიული კვლევები მომავალ კვირას და განისაზღვრება მკურნალობის შემდგომი მეთოდი როგორი იქნება. ფაქტობრივად იგივე მდგომარეობაა სიმპტომების მხრივ, პერიოდულად თავისა და ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურის ოდნავი მატება დღის მეორე ნახევარში, დღის განმავლობაში თავს გრძნობს ჩვეულებრივად.
რაც შეეხება მეუღლეს, ანა თოფურია სახლში აგრძელებს მკურნალობას," - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს პრესცენტრის უფროსმა გიორგი ბერიძემ.