19 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
"ალბათ, რომ შეხედა ძალიან გვიჭირდა, სხვა გამოსავალი ვერ იპოვა" - ლევან ზურაბაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ყაჩაღი არ არის

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ლევან ზურაბაშვილს ბრალი საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,"გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ორი, ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე რამდენიმე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.

ბალისტიკური ექსპერტიზის მიხედვით კი, ლევან ზურაბაშვილი არ იყო შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით, შესაბამისად, მას ეს მუხლი მოეხსნა.

ლევან ზურაბაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი არ არის ბოროტმოქმედი :

"ალბათ, რომ შეხედა ძალიან გვიჭირდა, სხვა გამოსავალი ვერ იპოვა. არ ვიცი, ლევანის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ.

ჩემი შვილი ყაჩაღი და ქურდი არ არის, რა მოთხოვნებიც დააყენა, ყველა გაჭირვებული ხალხის მოთხოვნაა. ყველა დამეხმარება თუ გირაოს შეუფარდებენ," - აღნიშნა ლევან ზურაბაშვილის დედამ.

დღის ამბები