მცხეთის კოვიდცენტრის კლინიკური დირექტორი ლიკა მუმლაძე კორონავირუსის გავრცელების შეკავებაში საზოგადოების პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ თუ საზოგადოების მხრიდან არ მოხდა თავყრილობებისგან თავის არიდება, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები შედეგს ვერ მიაღწევს:
"მკაცრი ლოკდაუნი ეს მთავრობის გადასაწყვეტია და დასაფიქრებელია რა შედეგს მოგვიტანს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაგალითად რესტორნის დაკეტვას, თუკი ის 20 კაცი წავა და ვიღაცის ბინაში შეიკრიბება? აქ აქვს მნიშვნელობა ადამიანების თავყრილობას, სხვადასხვა სფეროში მომუშავე, სხვადასხვა ადგილას მოსიარულე ადამიანებმა მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი ერთად ყოფნისგან, ახლო კონტაქტებისგან," - განაცხადა ლიკა მუმლაძემ.