01 მაისი 2024,   05:43
ვრცლად
თუ პანდემია ეკონომიკას ასუსტებს, ლოკდაუნი კლავს - ექსპერტების შეფასებით ეკონომიკის მომავალს შეზღუდვების ხარისხი განსაზღვრავს

წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება, მაგრამ მთლიან ლოკდაუნს ქვეყანა ვეღარ გადაიტანს - საქართველოში კოვიდის გავრცელების შემცირებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ შეზღუდვებზე, ეკონომიკური ექსპერტები საუბრობენ.

"შეზღუდვების აღდგენას ჯანდაცვის კუთხით ექნება ეფექტი, მაგრამ ეკონომიკური კუთხით ნეგატიური შედეგი ექნება. თუ პანდემია ეკონომიკას ასუსტებს, ლოკდაუნი კლავს. შეზღუდვების ხარისხზეა დამოკიდებული თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი ეკონომიკა. ჩაკეტვა ადვილია, მართვაა მთავარი, ამას კი პოლიტიკური უნარი სჭირდება,"- აცხადებს ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ შეზღუდვების შემოღებამდე სახელმწიფომ ბევრი რამ უნდა გათვალოს, მათ შორის ისიც, რომ არსებულ რთულ ვითარებაში უმუშევრობა გაიზრდება.

"მთავარია, შეზღუდვები ბიზნესებისთვის შოკისმომგვრელი და დამანგრეველი არ უნდა იყოს. ადამიანებს ვერავინ ვერც კომპენსაციას და ვერც ვერაფერს ჰპირდება. ფაქტობრივად, მთელი ნასესხები ფული, "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანიისთვის დახარკა. დამატებითი შეზღუდვების დაწესება ჩვენი ეკონომიკის მინუსია. სრულ ლოკდაუნს, ჩვენი ქვეყანა ვერ გადაიტანს," - აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.

 

 

 

დღის ამბები