19 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
პაატა იმნაძის ინფორმაციით, ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ხვალ გამოაცხადებს

პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ხვალ გამოაცხადებს.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"ჩვენი, ექიმების პოზიცია არის რომ მობილობა მაქსიმალურად უნდა დაეცეს, ეს ზომებს გაატარებს ამისათვის საკოორდინაციო საბჭო, ამაზე გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს. დეტალურად ხვალ იქნება გამოცხადებული, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები