16 იანვარი 2021,   01:40
ვრცლად
ბათუმში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა. ის ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ექიმი იყო.

56 წლის ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობის კურსს. ის სტაციონარში 17 ოქტომბერს მოათავსეს.

პაციენტს თანმდევი დაავადებები არ ჰქონია, თუმცა ფილტვის დიდი ნაწილი ჰქონდა დაზიანებული. 

აჭარის რეგიონში ეს უკვე მედპერსონალის გარდაცვალების მე-6 შემთხვევაა. 

დღის ამბები