დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, დაადასტურა ის ფაქტი, რომ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით მსჯელობა არის. მანვე განმარტა, რომ შეზღუდვების შემდეგ, იმ მაჩვენებელმა, რაც დღეში ფიქსირდება, საგრძნობლად უნდა მოიკლოს.
"დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ ერთის მხრივ, წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და დავამუხრუჭოთ, მეორეს მხრივ, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. ეს გადაწყვეტილებები ვიდრე დღეს არის, ბევრად გამკაცრებული და გაფართოებული იქნება, ამან კი შედეგი უნდა მოიტანოს. შედეგი იქნება ის, რომ დღეს თუ 3 000 შემთხვევა გვაქვს, მისი ზრდა აღარ უნა იყოს, სამი კვირის შემდეგ. მე ვადასტურებ, რომ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით მსჯელობა არის," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.