19 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ნინო კალანდაძის თქმით, აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან მის განცხადებებს არავითარი კავშირი არ აქვს - საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციის საქმე

რა იცის ტერიტორიების დაკარგვის საფრთხეზე ნინო კალანდაძემ - საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილით გამოძიება სამი თვის შემდეგ დაინტერესდა. მიზეზად დასახელდა კალანდაძის 2012 წლის ბრიფინგი და სხვადასხვა ეთერში დაფიქსირებული პოზიციები დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით.

ნინო კალანდაძის თქმით, აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან მის განცხადებებს არავითარი კავშირი არ აქვს.

"განცხადება, რომელიც არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი და აფრიალა მხოლოდ ივანიშვილის სამასხარაო პიარჯგუფმა, არ ეხება დავით გარეჯს და რომც ეხებოდეს, საერთოდ არ ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, რადგან იქ დავით გარეჯი საერთოდ ნახსენები არ არის. რაზეც ორი ადამიანი ახლა დაპატიმრებულია, იმ საქმესთან საერთოდ კავშირი არ აქვს ჩემს განცხადებას.

ეს არ არის განცხადება, ეს იყო ჩემი ყოველკვირეული ბრიფინგი, როდესაც მე ვიყავი საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი და ეს არ იყო 2006-2007 წლებში. ეს იყო 2012 წელს - ივანიშვილის არჩევნების წინ. ეს იყო ბრიფინგი, სადაც ბრიფინგის მიწურულს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დასვა ეს კითხვა, რომელსაც მე სპონტანური პასუხი გავეცი,"- განაცხადა ნინო კალანდაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებულები.  

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დემარკაცია/დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები