19 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
"ეს საქმე სუფთად პოლიტიკურია" - მაგისტრი მოსამართლეების თანდასწრებით ნინო კალანდაძის გამოკითხვა დასრულდა

საქალაქო სასამართლოში ნინო კალანდაძის გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, კითხვების ძირითადი ნაწილი უკავშირდებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში მისი მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

"მიმდინარე საქმე ეხება საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულ საზღვრებს. დავით გარეჯის საკითხი შედის საქართველო-აზერბაიჯანის შეუთანხმებელ საზღვრების ნაწილში. ანუ, ამ ორი საკითხის ურთიერთდაკავშირება შეუძლებელია. ძალიან მკაცრი ინსტრუქცია არსებობს, რომ ეს საქმე რაღაცნაირად ბოლომდე მიიყვანონ. ამ საქმეს უჭირს, ამ საქმეს არ აქვს სისხლის სამართლებრივი ნიშნები. ეს საქმე, ბოდიში გამოთქმისთვის, ყარს, სუფთად პოლიტიკურია. ეს ესმის ყველას. აშკარად იკვეთება განწყობა, რომ ეძებენ პოლიტიკური დავალების მიმცემებს, რომლებზეც რაღაც ჩვენებები უნდათ,"-განაცხადა ნინო კალანდაძემ. 

საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ნინო კალანდაძეს, პრაქტიკულად, არცერთ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. 

"მის მიერ გაკეთებული განცხადება, ავტომატურად იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია და ეს პოზიცია იყო, მისი განცხადების შესაბამისად, ის,რომ დავით გარეჯი არ იყო საქართველოს ტერიტორიაში და იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამ სიტყვებს ის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ამ საჯარო განცხადებაში ამბობს. თუმცა, ამაზე პასუხი მას არ ჰქონდა, პრაქტიკულად, არანაირი პასუხი არ გაუცია. ასევე, სხვა შემხვედრ საკითხებთან მისი პასუხი იყო, რომ არ იცოდა, არ ახსოვდა და ეს საკითხები მასთან არ განიხილებოდა,"-განაცხადა პროკურორმა. 

დღის ამბები