რამდენი წუთის წინ, "მთავარი არხის" ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ სახელმწიფო უსაფრთხოების შენობა დატოვა. უწყებაში ჟურნალისტს მისი მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების დეტალები გააცნეს და დაზარალებულად სცნეს.
"ძალიან კარგია, რომ საქმე წინ წავიდა, თუმდაც ამ თვალსაზრისით, დაზარალებულად, რომ მცნეს ეს ნიშნავს, რომ საბოლოოდ დადგინდა - თავიდანვე საქმე დაწყებული იყო გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებაზე, და ვკითხე, თუ ეს იცოდით, რატომ არ თქვით, მათ მიპასუხეს, რომ დიდი ნაწილი გასაიდუმლოებული იყო გამოძიებას ხელი რომ არ შეშლოდა, რაც ფაქტი იყო და ბრალი წარვუდგინეთ ჩვენ ოფიციალურად, მხოლოდ ის თქვეს. ისიც დადგინდა, და პასპორტის დეტალები მაჩვენეს,"- განაცხადა ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, დღეს სუს-მა გიორგი გაბუნია დაზარალებულად სცნო და მისი მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმა.