დღეიდან შეზღუდვები ამოქმედდა - დაიხურა სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.
დიდ ქალაქებში მუშაობა შეაჩერა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, აიკრძალა მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა.
მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე, არ წესდება შეზღუდვა; გადაადგილება სრულად, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით მხოლოდ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება.
მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ამოქმედებულმა შეზღუდვებმა და განსაკუთრებით ტრანსპორტის აკრძალვამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხარჯები გაუზარდა. ნაწილი კი ამბობს, რომ აკრძალვებმა შესაძლოა გარკვეული პრევენცია მოახდინოს ვირუსის გავრცელების მიმართულებით და ამ კრიზისიდან ქვეყანა ნაკლები მსხვერპლით გამოვიდეს.