19 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევიდან 1802 - თბილისში, 554- აჭარაში, 637- იმერეთში დაფიქსირდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარა-554, იმერეთი-637, ქვემო ქართლი-268, შიდა ქართლი-258, გურია-119, სამეგრელო-ზემო სვანეთი-400, კახეთი-219, მცხეთა-მთიანეთი-108, სამცხე-ჯავახეთი-50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11.

ცნობისთვის, ქვეყანაში "კოვიდ-19"-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  132 368-ს შეადგენს.

დღის ამბები