01 მაისი 2024,   16:36
ვრცლად
ბათუმში ერთ-ერთი ფიტნესკლუბის ხელმძღვანელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ბათუმში ერთ-ერთი ფიტნესკლუბის ხელმძღვანელი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაუმორჩილებლობის  გამო დააკავეს, ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს. 

ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" შსს დაუდასტურეს. 

ის დღეს საღამოს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით, დააკავეს.

შსს ინფორმაციით, ობიექტი დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილა და მუშაობას მაინც აგრძელებს. გუშინ, შრომის ინსპექტირების სამსახურმა ფიტნესკლუბს 10 000 ლარიანი ფინანსური სანქცია დააკისრა, დაწესებულებამ ფუნქციონირება მაინც გააგრძელა.

დღის ამბები