19 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
საქართველოში დღეს კორონავირუსის 20 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა

საქართველოში დღეს კორონავირუსის 20 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. პაციენტების ნაწილი კოვიდკლინიკაში, ნაწილი სასტუმროში, ნაწილი კი სახლის პირობებში მკურნალობს. თებერვლიდან დღემდე სულ გამოვლენილია 135 ათასზე მეტი ფაქტი, რომელთა დიდი ნაწილი ბოლო ორ თვეზე მოდის, როდესაც ახალი შემთხვევების რაოდენობა ათასობით ახალი ფაქტით აღირიცხებოდა. სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ მიმდინარე კვირაში მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება. იმატებს ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობაც.

ლაგოდეხში მედპერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიკოსები "არქიმედეს"კლინიკაში მუშაობენ. სამი კოვიდგანყოფილებაში, ორი კი სამშობიარო კლინიკის თანამშრომელია.

ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ covid-19 გეგმიური ტესტირების დროს დაუდგინდათ.

კლინიკის დირექტორის ნიკოლოზ ყარალაშვილის ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირებული მედიკოსები მკურნალობას ბინაზე გადიან და გართულებები ამ ეტაპისთვის არ აღენიშნებათ.

კორონავირუსს დღეს 37 ინფიცირებული პაციენტი ემსახვერპლა, მათგან 4 თერჯოლის კლინიკაში გარდაიცვალა. კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, პაციენტები კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეყავთ, ექიმები კი მათი სიცოცხლის გადარარჩენად ყველაფერს აკეთებენ. 

დღის ამბები