17 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია. ოპოზიციის წევრებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცავებმა დაპირისპირების დროს აქციის მონაწილე სამი პირი დააკავეს.

აქციაზე მდგომარეობა შედარებით განიმუხტა. სამთავრობო სხდომის პარარელურად ისმოდა საყვირების ხმა.

აქციის მონაწილეები ცდილობდნენ წარწერებიანი ბუშტების გაშვებას და ამის შესაძლებლობას სამართალდამცავები არ აძლევდნენ. 

პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისთვის სამი პირი დააკავა.

დღის ამბები