19 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
კრიმინალური გარჩევა თბილისის ცენტრში - 2 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

კრიმინალური გარჩევა თბილისის ცენტრში - დაჭრილია 2 ადამიანი. ჩხუბი აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლდიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

ორი პირი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი. კლდიაშვილის 15 ნომერში მცხოვრები მოქალაქეების ინფორმაციით, დაჭრილების მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. მათივე თქმით, ერთი შუახნის მამაკაცი იყო, მეორე კი შედარებით ახალგაზრდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, რასაც წინ კამათი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. 

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში უკვე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, დაჭრილები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ ეტაპზე, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. 

დღის ამბები