16 აპრილი 2024,   14:45
ვრცლად
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსით გარდაცვლილ 19 წლის გოგოს ოჯახს მიუსამძიმრა. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა განცხადა, საქმის შესწავლა დაწყებულია და აუცილებლად გაეცემა პასუხი კითხვას, თუ რამ გამოიწვია ლეტალური შედეგის დადგომა.

"მივუსამძიმებ თეკლას ოჯახს პირველ რიგში და მთელ საქართველოს. ეს ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა. ამას ვერ დავტოვებდით ჯანდაცვის სამინისტროში ყურადღების გარეშე, რეგულირების სააგენტოს მიერ შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა. ისინი გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, განცხადებას, როგორც კი გარკვეული დასკვნები იქნება გაკეთებული, თუ რა ხარვეზების გამო მოხდა მსგავსი ლეტალური შედეგის დადგომა და ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით ნამდვილად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელის და ეს კითხვები პირველ რიგში პასუხგაცემული მესაჭიროება მე, იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები