03 სექტემბერი 2026,   21:30
ვრცლად
არ არის სასურველი ასეთი სენსიტიური თემა გამოვიყენოთ პოლიტიკური პროცესებისთვის - გურამ მაჭარაშვილი ლაზარე ჯორბენაძეზე

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოძიების კითხვებს უკვე უპასუხეს ნიკა გვარამიამ, გია ხუხაშვილმა და გიორგი გიგაურმა - ისინი პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდნენ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ეს სენსიტიური თემაა და პროკურატურა, კანონმდებლობის ფარგლებში საზოგადოებას გააცნობს ჰქონდა თუ არა, სუიციდს ადგილი.

"რა თქმა უნდა, არ არის სასურველი ასეთი სენსიტიური თემა გამოვიყენოთ პოლიტიკური პროცესებისთვის, ან საერთოდ რაიმესთვის. გამომდინარე აქედან, ვინაიდან პროკურატურამ ჩათვალა საჭიროდ, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას კანონმდებლობის ფარგლებშიც გააცნობს დეტალებს, თუკი ვინმეს ეჭვი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით - მართლა მოხდა თუ არა სუიციდი,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები