03 სექტემბერი 2026,   21:31
ვრცლად
გულიკო ზუმბაძემ პარტია "ლელო" დატოვა

გულიკო ზუმბაძემ პარტია "ლელო" დატოვა", - ინფორმაცია ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს ზუმბაძემ თავად დაუდასტურა.

ზუმბაძის თქმით, ის საქმიანობის გაგრძელებას საგანმანათლებლო სფეროში გეგმავს.

"საქმიანობას ვიწყებ საგანმანათლებლო სფეროში, საზოგადოებრივი სფეროში და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, პოლიტიკასთან შეუსაბამობა იქნება. როგორც ასეთი, რომ პროტესტის ნიშნად დამეტოვებინა, ეგ არ არის.

ჩემი პოზიცია უკვე იციან ჩვენება და უკვე გადაწყვეტილი, შეთანხმებული საკითხია. ურთიერთობას, თანამშრომლობას ვაგრძელებ, მაგრამ პოლიტიკასთან და პარტიულთან შეუთავსებლობა იქნება ჩემი საქმიანობა," - განაცხადა "ლელო - ძლიერი საქართველოს" ყოფილი წევრმა, გულიკო ზუმბაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას. 

გულიკო ზუმბაძე "ლელოს" წევრი 2019 წლიდან იყო. 

დღის ამბები