03 სექტემბერი 2026,   21:30
ვრცლად
თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით სხვები, ვისი წამოწყებულია, თქვით. 24 საათიანი აჟიოტაჟის გამოწვევაც არ შეუძლიათ

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

შარმანაშვილის განცხადებით, გარდაცვლილი ჯორბენაძის ამბავზე "ყველამ ხელი დაიბანა", მათ შორის, აღნიშნული საკითხის წამომჭრელი - ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, ადვოკატმაც. 

"ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით სხვები, ვისი წამოწყებულია, თქვით. 24 საათიანი აჟიოტაჟის გამოწვევაც არ შეუძლიათ", - წერს თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები