19 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
კორონავირუსზე სტაციონარში ნებისმიერი დიაგნოზით მოთავსებული პაციენტი გაიტესტება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში დღეს კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა, ამასთან ქვეყანაში ყველაზე ბევრი - 17 463 ტესტი ჩატარდა.

მისივე თქმით, ახალი პროტოკოლით, წინასწარ გაიტესტება ყველა პაციენტი, რომელიც სტაციონარში ნებისმიერი დიაგნოზით მოთავსდება. 

"დღეს ყველაზე მეტი - 5068 შემთხვევა გვაქვს მაგრამ, ამავე დროს ყველაზე მეტი ტესტია ჩატარებული ქვეყანაში - 17463, აქედან PCR ტესტი არის 10804, ხოლო 6659 არის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი.

გუშინდელი დღიდან სერიოზულად გაფართოვდა ტესტების ხელმისაწვდომობა და თანდათან ეს კიდევ უფრო გაფართოვდება ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ ტესტებზე, სადაც მიდიან, როგორც, ძირითადად, სიმპტომებიანი ადამიანები ექიმის დანიშნულებით, ასევე თავად შეუძლიათ თვითდინებით მივიდნენ.

განისაზღვრა 223 დაწესებულება, რომელიც ამბულატორიულ ტესტირებას ჩაატარებს ქვეყანაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათგან თბილისში ასეთია 42 და 9 დიდ ქალაქში ეს გახლავთ 100-მდე დაწესებულება. ამას ემატება ყველა სტაციონარიზებული დაწესებულება, ანუ ყველა ჰოსპიტალი. ამ დადგენილებით განისაზღვრა ყველა ჰოსპიტალიზირებული ადამიანის ტესტირება. ადრე, სიცხით ვინც შედიოდა, მხოლოდ მათი გამოკვლევა ხდებოდა, ახლა კი ყველა ადამიანი, რა დიაგნოზითაც უნდა იყოს პაციენტი, უნდა იყოს გამოკვლეული წინასწარ ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტით. ასეთი ჰოსპიტალიზაცია დღეში გვაქვს დაახლოებით 1000-დან 1500-მდე,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, მიაღწიეს კონსენსუსს იმის შესახებ, რომ მომდევნო ორი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ამბულატორიები შაბათ-კვირის განმავლობაშიც იმუშავებენ. 

 

დღის ამბები