05 სექტემბერი 2026,   14:37
ვრცლად
კახეთში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში ამ დროისთვის ინფიცირებულთა რიცხვმა 5000- ს გადააჭარბა.

გამოვლენილი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასეთია:
ახმეტა-347, თელავი -1, 313, ყვარელი -393, ლაგოდეხი - 665, გურჯაანი-1, 041, სიღნაღი-296  დედოფლისწყარო -419 და საგარეჯო -534.

ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიდან 2,558 აქტიურია, მათ შორის 2,323 მკურნალობს ბინაზე, 29 კოვიდსასტუმროში, ხოლო 206 იმყოფება კოვიდკლინიკაში.

ბოლო ინფორმაციით რეგიონში covid - 19 2,314 პაციენტმა დაამარცხა, 30 მოქალაქე კი გარდაიცვალა.

დღის ამბები