19 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
9 პაციენტი გვყავს აპარატულ სუნთქვაზე და მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება - გია კიკაბიძე

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა მის სამედიცინო დაწესებულებაში არსებული კოვიდვითარების შესახებ ისაუბრა. გია კიკაბიძის თქმით, საავადმყოფოში 201 კოვიდინფიცირებული პაციენტია:

"48 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, 9 პაციენტი გვყავს აპარატულ სუნთქვაზე და მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება, 37 პაციენტი მუდმივ რეჟიმში ღებულობს  ჟანგბადს მაღალი წნევით, განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ზოგადად სტაბილურია, გასული დღე ღამის განმავლობაში 1 პაციენტი გარდაიცვალა 79 წლის ქალი" - განაცხადა გია კიკაბიძემ.

დღის ამბები