აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს კორონავირუსთან გამკლავებაში დასახმარებლად, ორ მილიონ ნახევარი დოლარის გრანტი დაუმტკიცა.
თანხები პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მისაწოდებლად, მათ შორის ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გასაზრდელად, პირადი დამცავი და სამედიცინო აღჭურვილობის მოსამარაგებლად არის გათვალისწინებული.
აზიის განვითარების ბანკმა ბიზნესზე უარყოფითი გავლენის შერბილების და მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილის დასახმარებლად 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მაისშიც დაამტკიცა.