აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილებმა ე.წ "სახალხო გენნინსპექცია" შექმნეს. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც აქციებზე პოლიციის ქმედებებს დააკვირდება და გადაცდომების შემთხვევაში მტკიცებულებებს სასამართლოს მიაწვდის.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აქციებზე წინა დღეებში რამდენიმე პირის დაკავება მოხდა, დაკავებისას კი ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას, სწორედ ამიტომ შეიქმნა "სახალხო გენინსპექცია".
შეგახსენებთ აჭარის მთავრობის სახლთან თითქმის ერთი თვეა კარვებია გაშლილი და ოპოზიციის მხარდამჭერები ღამეს კარვებში ათენებენ.