სოფელ ქვიშხეთთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.