26 აპრილი 2024,   16:12
ვრცლად
დონალდ ტრამპის ადვოკატმა ჯორჯიის შტატში არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ვიდეო წარადგინა

დონალდ ტრამპის ადვოკატმა ვიდეოჩანაწერი წარადგინა, რომლითაც ამტკიცებს, რომ ჯორჯიის შტატში არჩევნები გაყალბდა. ვიდეო, სავარაუდოდ ნაჩვენებია, როგორ გამოაქვთ ადამიანებს ბიულეტენების დაახლოებით ოთხი ყუთი და ხმებს მხოლოდ მას შემდეგ ითვლიან, რაც ადგილზე დამკვირვებლები აღარ იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, თითოეულ ყუთში დაახლოებით 6 000 ბიულეტენი იყო მოთავსებული, რაც 24 ათასი პოტენციური ხმაა. ტრამპის ადვოკატთა გუნდმა იმ მოწმეების ჩვენებებიც წარადგინა, რომელიც, სავარაუდოდ, დამატებითი გაყალბების ფაქტებს ადასტურებს.

დონალდ ტრამპი მარცხს არ აღიარებს და არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აგრძელებს.

დღის ამბები