19 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში მალხაზ მიქელაძის გამოკითხვა დასრულდა

დავით გარეჯის საქმეზე გამოძიება გრძელდება - 14 საათიანი გამოკითხვის შემდეგ, სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მალხაზ მიქელაძე დღეს გენერალურ პროკურატურაში ისევ მივიდა. როგორც მალხაზ მიქელაძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა დღევანდელი ვიზიტი ტექნიკური ხასიათის იყო და აღნიშნა, რომ ის მზად არის საგამოძიებო უწყებასთან შემდგომი თანამშრომლობისათვისაც. 

ქვეყნის მათავარ საგამოძიებო უწყებაში მორიგი ვიზიტის მიზეზი მედიასთან უფრო დეტალურად მალხაზ მიქელაძის უფლებადამცველმა განმარტა.

ივანე ჩიტაშვილის თქმით, გამოძიების მხრიდან მოხდა დაზუსტება კომისიის საქმიანობის შესახებ, მათი კითხვები ასევე ეხებოდა ვის რა ფუნქციას ჰქონდა და ვინ იყო კომისიაში გადაწყვეტილების მიმღები. საუბარი მოიცავდა რუკების საქმესაც.

ივანე ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ ამ გამოკითხვის შემდეგ გამოძიებას მალხაზ მიქელაძის მიმართ კითხვები აღარ უნდა დარჩეს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის შემხებლობა საქმესთან ამოწურულია. 

 

დღის ამბები