პარლამენტთან რკინის კონსტრუქციაზე საპროტესტო წარწერების გაკეთების მცდელობისას 2 აქტივისტი, რუსკა მჭედლიშვილი და ნიკა ნარსია, დააკავეს.
როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, გაყალბებული არჩევნებისა და ერთპარტიული პარლამენტის გასაპროტესტებლად პოლიციის მიერ დამონტაჟებულ ჯებირებზე საბჭოთა სიმბოლიკის გამოსახვა სურთ. მათივე განმარტებით, პროტესტის ამ ფორმით პარლამენტის შენობის იერსახე არ ზიანდება და მათ წარწერების დატოვება მხოლოდ დროებით კონსტრუქციებზე სურთ. რკინის კონსტრუქციასთან, რომელზეც აქტივისტებს წარწერების გაკეთება სურთ, რამდენიმე ათეული პოლიციელია მობილიზებული.