კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე შეეწირა. მედიკოსი რომელიც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში რეანიმატოლოგად მუშაობდა, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
"ძალიან მძიმედ იყო, ასაკიანი ქალია და კორონავირუსმა დაამძიმა მდგომარეობა,"- აცხადებენ საავადმყოფოში.
კორონავირუსისგან კარდაიცვალა კიდევ ერთი ექიმი, ამბროსი მოდებაძე, რომელიც ახალციხეში კლინიკა "იმედში" და "რეფერალურ ჰოსპიტალში" მუშაობდა. მას კორონავირუსთან ერთად მძიმე თანმხლები დაავადება სიმსივნეც ჰქონდა და თითქმით ორი თვეა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კორონავირუსს უკვე 4 მედიკოსის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდაპირველად ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ექიმი გარდაიცვალა, მოგვიანებით კი სასწრაფო დახმარების რეგიონული მენეჯერი.