26 აპრილი 2024,   07:30
ვრცლად
რას იხსენებენ ის ადამიანები, რომლებიც თეოდორე გობეჯიშვილს გარდაცვალებამდე ესაუბრნენ - "კურიერმა" მოწმეების ჩვენებები მოიპოვა

"კურიერმა" ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე მოწმეების ჩვენებები მოიპოვა.

სამივე მოწმე, მათ შორის დაღუპულის დეიდა, იხსენებს თეოდორე გობეჯიშვილთან დიალოგს.

საქმის მთავარი მოწმე, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელი და გარდაცვლილის მეგობარი ზაალ ზაალიშვილი გამოძიებას უყვება თეოდორე გობეჯიშვილთან შეხვედრის და დიალოგის შინაარს. მისი მტკიცებით, ისნის კომისიის თავმჯდომარეს ყოფილმა მეგობრებმა "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ქრთამი შესთავაზეს, სანაცვლოდ მას არჩევნების გაყალბებაზე საჯარო განცხადება უნდა გაეკეთებინა. მოწმე ჩვენებაში წერს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მას და მისი ოჯახის წევრებს ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

გარდაცვლილის დეიდა ადასტურებს, რომ სახლი, სადაც შეხვედრა შედგა გობეჯიშვილსა და მის მეგობრებს შორის, მისი საკუთრებაა. სწორედ მან ნახა ბოლოს დისშვილი გარდაცვალებამდე. დეიდის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარე აღელვებული იყო და მას ქრთამის შეთავაზებაზე ესაუბრებოდა.

საპირისპირო ვერსია აქვს დაკავებულების ადვოკატს. ბექა ბასილაია ირწმუნება, რომ მუქარა არ ყოფილა და დასახელებულ პირებს შორის მხოლოდ მეგობრული საუბარი შედგა. ადვოკატი თვლის, რომ მოწმეების ეს ჩვენებები სასამართლოში მტკიცებულებად არ გამოდგება.

დღის ამბები