19 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 პაციენტი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გია კაკაბაძემ განაცხადა. მისი თქმით, ორივე პაციენტს ფილტვების ძლიერი დაზიანება ჰქონდათ:

"გარდაიცვალა 67 წლის მამაკაცი და 81 წლის ქალი. მათი მდგომარეობა იყო მძიმე, აღენიშნებოდათ ფილტვის ქსოვილის მაღალი დონის დაზიანება, იმყოფებოდნენ მართვით სუნთქვაზე," - განაცხადა გია კაკაბაძემ.

დღის ამბები