ჯანდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ ექიმების ინფიცირების არსებული მაჩვენებელი საგანგაშო არაა და საქართველოს ექიმების გარეშე დარჩენა არ ემუქრება. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ექიმების ინფიცირების რიცხვი საქართველოში 6.5%-ს შეადგენს:
"ექიმების გარეშე არ დავრჩებით, მათი ინფიცირებიდან გამომდინარე. იცით, რომ გვქონდა 11 %-ზე მეტი. აქედან გამომდინარე, ეს აღნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირებს იმ მოვლენებზე, რომელიც მიმდინარეობს. ჩვენ გადავამზადეთ ოჯახისა და სოფლის ექიმების 90%, ასევე ზაფხულის პერიოდში გადავამზადეთ 43 კლინიკის ექიმი. აქედან გამომდინარე, ამ ტრენინგებს ვაგრძელებთ," – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.