ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4734 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევათა საერთო რიცხვი ამ დროისთვის 174383 -ს შეადგენს. ამასთან, გამოჯანმრთელდა 3895 პაციენტი და მათი საერთო მონაცემი 145287 გახდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 186, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 829, კოვიდსასტუმროში - 3 759 ადამიანი.