26 აპრილი 2024,   08:09
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შეხვდა. საუბრის თემა მთავრობის 2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამა იყო. საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა მთავრობის მეთაურს ასევე გაუზიარეს შეზღუდვებისა და ეპიდვითარების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული ვითარება, სადაც საქმიანობენ და მსოფლიოს ქვეყნებში Covid-19-ის მართვის პროცესში მიმდინარე ტენდენციები.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა, პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტესტირების რაოდენობა გაიზარდა და შემთხვევების რაოდენობა ისევ ისეთია, როგორიც იყო მასობრივ ტესტირებამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები მუშაობს.

სიეტლში მოღვაწე ქართველი ექიმის, ბავშვთა რეანიმატოლოგის ომარ ჩიქოვანის განცხადებით, თუ საქართველოში ხალხი დაუბრუნდა იმავე სოციალურ მიმოსვლას, არ მოხდა ერთმანეთთან სოციალური იზოლაცია, შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება და ეს შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს ვითარებაზე, მათ შორის სამედიცინო სფეროში.

 

დღის ამბები