საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან კიდევ 2 12 პაციენტი განიკურნა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 11 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.
გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 150 461-ს შეადგენს.