23 აპრილი 2024,   12:00
ვრცლად
ბიძინა ესებუას ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებულს მანქანაში საბრძოლო მასალა მაშინ ჩაუდეს, როცა ავტომობილი იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე იდგა

ბიძინა ესებუას ადვოკატი პროვოკაციაზე საუბრობს. დაკავებულის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციით, ავტომობილში საბრძოლო მასალა მაშინ ჩაუდეს, როცა მანქანა იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე იდგა.

"კურიერი" დღეს ავტოსადგომზე იმყოფებოდა. დაცვის თანამშრომლის თმით, მას ბოლო დღეებში ადგილზე არც ავტომობილი და არც პოლიცია არ შეუნიშნავს. ესებუას უფლებადამცველები კი ადგილზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას მოითხოვენ.

ბადრი ესებუას ძმას ბრალს დღეს წაუყენებენ. საქართველოს ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ოჯახის წევრს პოლიცია იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტარებას ედავება.

გამოძიების ინფორმაციით, მას ძებნილ ძმასთან სავარაუდოდ კონტაქტი ჰქონდა და ნივთების გადაცემას გეგმავდა. 

დღის ამბები