ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი გარდაიცვალა.
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, გია კიკაბიძის ინფორმაციით, კლინიკაში ვირუსი 412-მა პაციენტმა დაამარცხა, ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა კი 212-ია.
"412 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ახალი შემთხვევა გვაქვს 212. დღეს დილისთვის 174 პაციენტი გვყავს კოვიდ 19-ით ინფიცირებული, აქედან 49 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. სამწუხაროდ, გასული 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების 2 ფაქტი დაფიქსირდა,"-განაცხადა მან.