ბათუმში აქციაზე, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებას აპროტესტებდნენ, 4 აქტივისტი დააკავეს.
ბათუმში დილიდან ხმაურია, მეხუთე მოწვევის საბჭოს პირველი სხდომა ბათუმში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე პროტესტის ნიშნად სიმბოლურად ნაგვის ურნები მიიტანეს.
საქართველოს პარლამენტის მსგავსად, აჭარის უმაღლესი საბჭოც ოპოზიციის გარეშე იწყებს მუშაობას.