"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ჯერჯერობით, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირებისას 8 ადამიანი დააკავეს. მათ სამართალდამცავები პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.