"დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა" 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პანდემიის გამო ღონისძიება ნაწილობრივ ონლაინფორმატში შედგა.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და საერთაშორისო დიპლომატები დაესწრნენ.
სალომე ზურაბიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული საზოგადოების სახელით დაჭრილ მეომრებსა და ვეტერანებს მადლობა გადაუხადეს. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს დაშავებული სამხედროების ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, წეროვანში გაიხსნა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრი, ხოლო მომავალი წლიდან დაიწყება რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ახალი პროგრამა.