დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი შეზღუდვების მინიმალური შემსუბუქების მომხრეა. როგორც დღეს ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, თუ მოსახლეობა შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე სიფრთხილეს არ გამოიჩენს შესაძლოა, მიღწეული სტაბილიზაციის შედეგი წყალში ჩაიყაროს:
"დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვართ ძალიან რადიკალურები. ჩვენ მომხრე ვართ ძალიან მინიმალური შემსუბუქების," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და მოსახლეობას შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე ხალხმრავალი წვეულებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
"არის გარკვეული სტაბილიზაცია და ეს ყველაფერი შეიძლება 2-3 დღეში ჩავყაროთ წყალში," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიაც მიიჩნევს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.